ობუჯის თემის N1 სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
16-04-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პოროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ამჯერად სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს გამოემხაურნენ. 

„ტრადიციადაა ქცეული ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა. 9 აპრილს, მეხუთე კლასელებმა დამრიგებელთან მარინე ფიფიასთან ერთად მოინახულეს ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. მოისმინეს, დამრიგებლის საუბარი ამ თარიღთან დაკავშირებით, წაიკითხეს 9 აპრილისა და სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა – მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა… დილის 4 საათზე საბჭოთა არმიის ნაწილებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე და ადგილობრივი მაცხოვრებელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203