
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით მოკრძალებული ღონისძიება გაიმართა. დირექცია მოსწავლეებსა და პედაგოგებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
„მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ დამწერლობას, უამრავ დაბრკოლებაგამოვლილი ქართული ენა კულტურის ენა იყო არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ კავკასიაში მცხოვრები ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფისთვისაც ეს არის განძი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთხილება და სიყვარული.
ყველა ადამიანის ვალია, იცავდეს საკუთარ დამწერლობას, ენას, რომელზეც მეტყველებს, აზროვნებს, ურთიერთობს და ენა, რომელიც მისთვის მშობლიურია, დედაენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ ტრადიციებს, კულტურას და ფესვებს.
1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლის 14 აპრილიდან საქართველოში „დედა ენის“ დღეს აღნიშნავენ.
ქართველმა ხალხმა „დედა ენის“ წიგნს ძეგლიც კი დაუდგა.
მადლობა ჩვენს მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისათვის და პედაგოგებს გაწეული სამუშაოსათვის“, - აღნიშნნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები