მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლე კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული გახდა
16-04-2021

საჩხერის მუნიციპალიტეტის, ირაკლი ბაზაძის სახელობის, მახათაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, არსებული პროტოკოლის სრული დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში და ამის პარალელურად სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაშიც მონაწილეობენ.

ამის დასტურია კალიგრაფიის კონკურსი, სადაც ირაკლი ბაზაძის სახელობის, მახათაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, გიორგი აბესაძემ გაიმარჯვა. მას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, პაოლო იაშვილის საახლ-მუზეუმის დიპლომი გადაეცა.

სკოლა ულოცავს გიორგის ამ წარმატებას და უსურვებს წინსვლას ცხოვრების ყველა ეტაპზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203