„დედაენა ერის არსებობის საფუძველია, ხოლო სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომი“ -  ხაშმის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
16-04-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

„დედა ენა ერის არსებობის საფუძველია, ხოლო სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომი“ - აღნიშნული სახელწოდებით ხაშმის საჯარო სკოლის V კლასელებმა  და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნანა ნიკოლაშვილთან ერთად ჩაატარეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მოსწავლეებმა გამოჭრეს ქართული ანბანის ასოები, წაიკითხეს ლექსები და დედაენის დღის დაარსების ისტორიას გაეცნენ.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203