„გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ“ - დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები COVID -19-თან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცნენ
16-04-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პორცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები ხშირად მართავენ პროექტებს და აქტივობებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ინგლისური ენის პედაგოგი ნათია კოხოძე აქტიურადაა ჩართული სხვადსხვა აქტივობებში. მისი სურვილია, დაანახოს თავის მოსწავლეებს დღევანდელი რეალობა კოვიდ-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით, სწორედ ამ საკითხზე დაგეგმა ონლაინ შეხვედრა. 

პროექტის ფარგლებში - „გარემო რომელშიც ვცხოვრობთ“, შეხვედრა გაიმართა მედიცინის დოქტორ, პროფესორსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი ფხაკაძესთან.

მოსწავლეთა მიერ დასმული კითხვები შეეხებოდა: 

  • როგორ მოქმედებს ადამიანი გარემოზე;   
  • დღევანდელ გამოწვევას, კოვიდ 19 პანდემიას და მის მართვას; 
  • პანდემიის დროს რეგულაციების დაცვის მნიშვნელობას, ახალი შტამისა და ვაქცინის შესახებ ინფორმაციის მიღებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203