„ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია“ - პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი არშაკ პოდოსიანი
16-04-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე მუდმივად ზრუნავენ.

სპორტის პედაგოგი არშაკ პოდოსიანი ბავშვებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში რთავს. 

„სპორტი აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის. მოზარდს ბავშობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ფიზიკური აქტივობის აუცილებლობის შეგნება. მას უნდა ესმოდეს, რომ ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია.

ჩვენს სკოლას სპორტული დარბაზი არ აქვს, ამიტომ ზამთარში გაკვეთილის ჩატარება საკლასო ოთახში გვიწევს.

საკლასო ოთახში ვაკეთებთ ისეთ ვარჯიშებს როგორიცაა ხტომა, სიარული, სირბილი, შეჯიბრებები, მხიარული სტარტები და სხვა.

მოძრავი სიჟეტური თამაშები მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. ამ თამაშში შეგვიძლია სხვადასხვა ცხოველის მოძრაობის იმიტირება. მაგალითად: კენგურუსავით ხტომა, დათვიით ბაჯბაჯი, ჩიტივით ფრენა და სხვა... 

გთავაზობთ ვიდეო მასალას რას ვაკეთებთ სპორტის გაკვეთილზე“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203