სამების საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და კონკურსები გაიმართა
16-04-2021

მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სკოლაში მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი.

„დედა ენის დღესთან დაკავშირებით მაკარ ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დედაენა და იაკობი“. მოსწავლეები გაეცნენ დედაენის ავტორის ბიოგრაფიულ და ლიტერატურულ შემოქმედებას, აგრეთვე დედაენის დღის, 14 აპრილის , დაარსების ისტორიას.

სკოლაში ჩატარდა კლასებს შორის კალიგრაფიის კონკურსი. კონკურსში გაიმარჯვეს შემდეგმა მოსწავლეებმა: გაბრიელ გოგოლაძემ (1 კლასი), მარიამ მახარაძემ (2 კლასი), მაგდა მანთიძემ (7 კლასი), ლიზი ჯიმშერაძემ (7 კლასი) . მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ქების სიგელებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203