სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს ფოტო-ვიდეო გამოფენა მიუძღვნეს
16-04-2021

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სამღერეთის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს, სამშობლოს სიყვარულს შეწირული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს,პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და მოაწყვეს ფოტო-ვიდეო გამოფენა. იყო ბევრი ემოცია, მადლობა თავისუფლებისთვის და ტკივილი, რომელიც 32 წლის შემდეგაც არ განელებულა.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სამღერეთის საჯარო სკოლაა ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისუფლების აღდგენის დღეს და ქედს იხრის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა – მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა… დილის 4 საათზე საბჭოთა არმიის ნაწილებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე და ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ეს დღე საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ წითელი ასოებით ჩაიწერა.




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203