შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეები ოსური ნართების, თქმულებებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებისთვის დასაჩუქრდნენ
16-04-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა ოსური ნართების, თქმულებისა და ნახატების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. მოსწავლეები ყოველთვის აქტიურობენ კონკურსებში.

„ოსურ-ქართული ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები სწავლობენ ოსურ ენას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ განხორცილებული პროექტით „შევისწავლოთ ოსური ენა საქართველოში“.

ამჯერად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ოსური ნართების, თქმულების და ნახატების კონკურსში გაიმარჯვეს. ქართულ-ოსური ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნაირა ბეპიევამ გადასცა საჩუქრები მოსწავლეებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203