„დედაენა, სიბრძნის წიგნი“ - გოგაშენის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
16-04-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გოგაშენის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის აღსანიშნავად პოეზიის საღამო გაიმართა.

„გოგაშენის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია შავაძის ინიციატივით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი  პოეზიის საღამო სახელწოდებით - „დედაენა, სიბრძნის წიგნი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-5 , მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა.

მათ მხატვრულად წაიკითხეს ქართველ მწერალთა ლექსები. საღამოზე შექმნილმა განწყობამ მოლოდინს გადააჭარბა. საღამოს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე, მასწავლებელი მანანა ნათენაძე და მოსწავლეები თავისუფალ მსმენელებად“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203