თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის აღსანიშნავად კვირეული ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 14 აპრილს რუფოთის საჯარო სკოლაში გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის „ენა ბურჯია ერისა“ შეჯამება. ღონისძიებას უძღვებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია გოგბერაშვილი. კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში VI, VIII და IX კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
კვირეულის ფარგლ;ებში ჩატარდა შემდეგი აქტივობები:
1. კონკურსი „ვინ უკეთ იცნობს ქართულ ენას“;
2. „ქართული კალიგრაფიის“ ნიმუშების შექმნა;
3. თემატური კედლის გაზეთების დამზადება - VI კლასელებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია და მოეწყო ნამუშევრების გამოფენა,რომელსაც თან ახლდა კვირეულის ამსახველი ფოტომასალა.
მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები: