„პატარა მხატვრების გამოფენა“ - ახალქალაქის N3 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს
16-04-2021

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

„პატარა მხატვრების გამოფენა“ - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელშიც მოსწავლეებმა როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ სწავლების დროს შესრულებული ნახატები წარმოადგინეს. მოსწავლეებს წახალისების მიზნით, გამოფენაში მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.

„წარმატებას ვუსურვებთ მეოთხე კლასსა და მის დამრიგებელს, ცისანა შერგილაშვილს. მადლობა N5 საჯარო სკოლას ჩვენი მასპინძლობისთვის და ასევე მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზებაში დახმარებისთვის ჩვენი სკოლის სპეციალურ მასწავლებელს, სოფიო ნიშნიანიძესა და მშობლებს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203