ძევრის საჯარო სკოლაში ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების პრევენციაზე ლექცია ჩატარდა
16-04-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს მოსწავლეების არაფრომალური განათლების პროექტებში ჩართვა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებს ესტუმრა თერჯოლის პროფდეზინფექციის დირექტორი მარიამ ნიშნიანიძე, რომელმაც ისაუბრა გავრცელებული ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების პრევენციაზე.
მიმდინარე პანდემიის ფონზე მსგავსი ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. როგორც სკოლაში აცხედებენ, მოსწავლეები ზედმიწევნით იცავენ პანდემიის ფონზე სკოლებში დაწესებულ რეგულაციებს. აღნიშნული ინფორმაცია კი რომელიც მათ ლექციაზე მიიღეს ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას და არსებული რეგულაციების დაცვის მნიშნელობას კიდევ ერთხელ გაიაზრებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს