„სიყვარული და ქიმია“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სიყვარულის დღე ორიგინალურად აღინიშნა
16-04-2021

„სიყვარული და ქიმია“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სიყვარულის დღე ორიგინალურად აღინიშნა. დღე, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან აღინიშნება, ქიმიის კლუბის „რადონი“ წევრებმა დიდი სიყვარულითა და შემეცნებითი კუთხით დაგვანახეს. კლუბის ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი მარინა გურეშიძე გახლავთ.

„საინტერესო, სახალისო, თემატური და კრეატიული ხასიათის პრეზენტაციები წარმოადგინა კლუბის წევრებმა:

  1. სიყვარული როგორც ინტელექტის სტიმულატორი - მათე მიქაძე, მე-10 კლასი;
  2.  „დედამიწასსიყვარულიატრიალებს, დომენიკო!"-   ლიკა ზვიადაძე და მარიამ ბენიძე. მე-10 კლასი;
  3. ენდორფინები - ლიზი გურეშიძე. მე-9 კლასი;
  4. ვლადიმერ მაიაკოვსკის ისტორია - დემეტრე დარსალია, მე-11 კლასი;
  5. სიყვარული და ქიმია - ენდორფინები (ნეიროტრანსმიტერები): ფუნქციები და მახასიათებლები - ანასტასია ჩაკვეტაძე, ზურა შვანგირაძე. მე-11 კლასი;
  6. „არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ“ - მონიკა მანაგაძე და მარია ბერია. მე-11 კლასი.

მოსწავლეებმა ჩაატარეს ლამაზი, საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტები: „ვულკანი“ - ამონიუმის დიქრომატის წვის რეაქცია და „სიყვარულის ელექსირის მიღება“ - წყალბადის ზეჟანგის მჟანგავი უნარის გამოყენებით.

ქიმია და სიყვარულის ექსპერიმენტები რეალური ფაქტებით გვარწმუნებდა რომ: სიყვარული იცავს გულს, სიყვარული აყუჩებს ტკივილს, სიყვარულია ინტელექტის სტიმულატორი, სიყვარული აჯილდოებს არამიწიერი სილამაზით, სიყვარული ყველას ბედნიერებას ანიჭებს.

მადლობა ქალბატონ მარინას - ამ საინტერესო ღონისძიების ხელმძღვანელს და ჩვენს მოსწავლეებს. მათ დღევანდელი დღე გაგვილამაზეს და მართლაც ყველას ბედნიერება მოგვანიჭეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203