„თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“ - დაბა ხულოს საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
16-04-2021
დაბა ხულოს საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორაცმიით მეშვიდე კლასის ხელმძღვანელმა მოსწავლეებთან საქართველოს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

„დაბა ხულოს საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის ხელმძღვანელი, ჟუჟუნა ცეცხლაძე, ესაუბრა მოსწავლეებს 9 აპრილის მოვლენების შესახებ. მან მოსწავლეებს შეახსენა ის უახლოესი ისტორია, რომელიც ქართველი ხალხისათვის ერთდროულად მტკივნეულიც არის და სასიხარულოც... სამწუხარო, იმიტომ, რომ იყო მსხვერპლი, ხოლო საამაყო და სასიხარულოა იმ თვალსაზრისით, რომ ამ დღეს მოვიპოვეთ ნანატრი თავისუფლება!

1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაიღუპა უამრავი ადამიანი - „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“.

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ნათელ ხსოვნას! გმირებს არ უწერიათ დავიწყება... „მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203