ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი ნინო კახნიაშვილი პედაგოგთა კონფერენციაზე დაჯილდოვდა
16-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი ნინო კახნიაშვილი 2020 წლის იმერეთის მეურვედ დასახელდა. დირექცია ულოცავს პედაგოგს მიღწეულ წარმატებას.

„სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამოფენა კონფერენციაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა არაერთხელ დაჯილდოებულა და გამონაკლისი არც დღეს იყო.

სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი ნინო კახნიაშვილი 2020 წლის იმერეთის მეურვედ დასახელდა.

ნინო სამ შვილთან და ოჯახთან ერთად ახერხებს სანიმუშოდ მუშაობას სასკოლო ცხოვრებაში.

ვულოცავ ახალგაზრდა ენერგიულ, პროფესიონალ მასწავლებელს აღიარებას“, - წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203