წყაროთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილს პროექტი მიუძღვნეს
16-04-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთის საჯარო სკოლაში 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით პროექტი გაიმართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, წყაროთის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა ეროვნული მნიშვნელობის მქონე დღის გასახსენებლად „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე პროექტი წარმოადგინეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ და გაეცნენ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203