საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
16-04-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დედაენის დღესთან დაკავშირებით მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ნატო შეროზიას ხელმძღვანელობით ღონისძიება ჩაატარეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს დღის მნიშნველობაზე და მისი დაარსების წინაპირობებზე. კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება, რომ ვალდებულნი ვართ დავიცვათ და მოვუაროთ ენას.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203