
„კოსმოსი და თანამედროვე ტექნოლოგიები“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა კოსმონავტიკის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს. პროექტს ფიზიკის მასწავლებელი გულნარა ვერძაძე ხელმძღვანელობდა.
„პროექტი მოიცავდა კოსმოსური ფრენის განხორციელების საკითხებს, ტექნოლოგიების განვითარების ეტაპებს, კოსმოსური სადგურების მნიშვნელოვან ასპექტებს.
მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა დაუკავშირეს მის რეალურ სიტუაციებში გამოყენებას კოსმოსური ხომალდის ფრენის მაგალითზე. მოიპოვეს ინფორმაციები ფრენის იდეებიდან მის განხორციელების ეტაპამდე მეცნიერული კვლევების და ფრენის შემდგომი ეტაპების შესახებ. პლაკატების და ვიდეო მასალის საშუალებთ წარმოადგინეს კოსმოსური ფრენის შედეგად განხორციელებული პირველადი ფოტოების შესახებ „მთვარის ფოტოები“, „დედამიწის ამოსვლა“, „ღია კოსმოსში გასეირნება“ და „ასტრნონავტების შეხვედრა ღია კოსმოსში“. ისაუბრეს ნასას კვლევების და კოსმოსური სადგურების მნიშვნელობაზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები