„ჯანმრთელობა ჩვენს ცხოვრებაში“​ - ეშტიის N1 საჯარო სკოლის ყველა კლასში სადამრიგებლო საათი ჩატარდა
16-04-2021

7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის ყველა კლასში სადამრიგებლო საათი - „ჯანმრთელობა ჩვენს ცხოვრებაში“ ჩატარდა. 

თითოეულმა დამრიგებელმა აირჩია თითო თემა და ჩაატარა გაკვეთილი.

„კლასის საათის მიზანი იყო, ჰიგიენის დაცვა, ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია, მავნე ჩვევების წინააღმდეგ ბრძოლა, ვიტამინების მნიშვნელობის გააზრება, ერთმანეთისა და ახლობლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203