ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღია გაკვეთილები მიეძღვნა
16-04-2021

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა - მარია ყავრელიშვილმა, ნანული მინასიანმა, თერეზა დემურჩიანმა, გაიანე ჩარჩიანმა და ნანი მინასიანმა ჩაატარეს ღია გაკვეთილები, როგორც დაწყებით ასევე მაღალ კლასებში.

პედაგოგებმა ისაუბრეს სახელმწიფო ენის სიმდიდრესა და მის მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა სახელმწიფო ენაზე წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ქართული ნაციონალური ცეკვები. 

14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203