ყვარელწყლის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს
16-04-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები გაეცნენ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს, ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს, მოვლენათა ქრონოლოგიას, მიიღეს ინფორმაცია 9 აპრილის ღამეს მომხდარი დარბევის, საბჭოთა ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ, მოსწავლეებმა მოისმინეს ტრაგედიის უშუალო მონაწილეთა და დაზარალებულთა მონათხრობი.  

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა, რამაც საშუალება მისცა მოსწავლეებს ნათლად აღექვათ 32 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203