ბათუმის N8 სკოლის მოსწავლემ, ანანო ჯინჭარაძემ ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირში 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
15-04-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლემ ანანო ჯინჭარაძემ ფარიკაობის ტურნირში 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 9-11 აპრილს, ქალაქ თბილისში ჩატარდა ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი.

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, ანანო ჯინჭარაძემ რომლის დამრიგებელიც ნანა პაპუნიძეა რაპირით ორ ასაკობრივ ჯგუფში (2009-2010 და 2007-2008 დაბადებულთაშორის) მესამე ადგილი და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სკოლა ულოცავს მოსწავლეს ამ წარმატებას და კიდევ უფრო მეტ წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203