
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს.
სკოლის მე-6ვ კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის გაკვეთილზე პრეზენტაციები გამართეს. სკოლაში მიწვეული იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი.
მოსწავლეთა პედაგოგი სულხან ალექსაია გახლავთ.
„ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესთაგანი...
მერაბ კოსტავა
დიდება გმირებს!!!
8 აპრილს, ბათუმის N2 საჯარო სკოლის მე-6ვ კლასმა ისტორიის გაკვეთილზე წარმოადგინა 9 აპრილისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები, სტუმრად მოწვეული იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.
32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.
2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.