ფიროსმანის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩატარდა
15-04-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფიროსმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციიის მიხედვით ამჯერად ღია გაკვეთილი დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ლენა ბერიძემ ჩაატარა პირველ კლასში. გაკვეთილის თემა იყო „მჩხავანა კატა“.
საგაკვეთილო პროცესში პირველკლასელები მონდომებით იყვნენ ჩართულნი. პედაგოგმა კარგად დაგეგმილი გაკვეთილით დასახულ მიზანს მიაღწია.
ფიროსმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.