ორლოვკის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
16-04-2021
14 აპრილს დედაენის დღეა და სკოლებიც განსაკუთრებულად აღნიშნავენ ამ ისტორიულ თარიღს.

მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს ქართული ენის დღე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში, სადაც სახელმწიფო ენის შესწავლას დიდი ყურადღება ექცევა. ეს კი ორმაგად დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ქართული ენის შენარჩუნებისთვის. 

ქართულ-სომხური სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წარმოადგინეს ლექსები, ასევე შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. შექმნეს კედლის გაზეთი, სადაც ქართული ანბანის ასოები დაიტანეს. 

გარდა შემოქმედებითი ნაწილისა, ბავშვებმა ისაუბრეს ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორია ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ჰრანუშ ეგოიანი.

დედაენის დღე ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი გამოდგა. საინტერესო აქტივობების დახმარებით, მათ გაიაზრეს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203