საპრასიის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს
16-04-2021

შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეები საუკეთესოდ წარდგნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს

„ღონისძიება დედა ენის ჰიმნით გაიხსნა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მოისმინეს ისტორია 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ. ყველა მონაწილე დიდი სიყვარულით და სიფრთხილით გადმოსცემდა სათქმელს. 

ემოციური იყო დასასრული, როცა პატარებმა ერთხმად წარმოთქვეს: 

„იაკობ გოგებაშვილმა ჩვენ, დედა ენა გვაჩუქა 

წიგნიდან ია ლურჯთვალამ მზესავით გამოაშუქა. 

გვიყვარს ეს წიგნი, ლამაზი, ბავშვებს ასე რომ გვახარებს 

და გულში ნაზად ვიხუტებთ, დედიკოსავით საყვარელს!" 

 იმედი გვაქვს მომავალი თაობა დაიცავს ჩვენს საუნჯეს,  

„ზეციდან მოვლენილ მადლს -ქართული ენის სიწმინდეს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ცეცხლითა და შანთით დღემდე  შემოგვინახეს. 

ენა ქართული - დედაა ჩვენი 

ენა ქართული - ძალაა ჩვენი 

ენა ქართული - სისხლი და ხორცი ქართველი კაცის 

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203