
გორის მუნიციპალიტეტის კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
სკოლის დირექტორი ნინო კოლოტაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედით, სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა კვირეული.
„ისტორიის მასწავლებელმა დავით ინაურმა მე-8 კლასის მოსწავლეები ამუშავა თემაზე „9 აპრილი-დამოუკიდებლობის წინადღე“.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, უყურეს ფილმს, რომელიც ზუსტად ასახავდა იმ დღეების მოვლენებს ქრონოლოგიურად.ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გვანცა გვიმრაძემ, ასევე მუსიკის მასწავლებელმა მზია გოგინაშვილმა მოსწავლეებთან მცირე ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გამართეს მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან. ასევე გამოუშვეს კედლის გაზეთი.მოსწავლეებმა გაიაზრეს 9 აპრილის მნიშვნელობა უახლოესი საქართველოს ისტორიაში“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო კოლოტაშვილი.
იხილეთ ფოტოები: