„ვინ უკეთ ვიცით ქართული“ - დედაენის დღე ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში
15-04-2021

„ვინ უკეთ ვიცით ქართული“ - ამ სახელწოდების ქვეშ გააერთიანეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში.

„ო, ენავ ჩემო“ და „ენა დედაა ერისა“ - ასე დაასათაურეს სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთები, სადაც თემატური საინტერესო ამონარიდები და ნახატები დაიტანეს.

მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ ღონისძიებაში 5-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათთვის დედაენის დღე ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი გამოდგა. საინტერესო აქტივობების დახმარებით, მათ გაიაზრეს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203