გრემის საჯარო სკოლის პირველკლასელებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე გაკვეთილი ჩაუტარდათ
15-04-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირველ კლასში პედაგოგმა გაკვეთილი ქართული ენის დღის აღნიშვნის მნიშვნელობას მიუძღვნა და მოსწავლეებს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს