„ხარ ჩუქურთმის მსგავსი“ - ბერბუკის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კედლის გაზეთი შექმნეს
16-04-2021

„ხარ ჩუქურთმის მსგავსი“ - ამ სახელწოდების ქვეშ გააერთიანეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლაში.

ამავე დასათაურებით შექმნეს კედლის გაზეთი, სადაც ქართული ანბანის ასოები დაიტანეს.

მოსწავლეებისთვის დედაენის დღე ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი გამოდგა. სახალისო აქტივობების დახმარებით, პატარებმა გაიაზრეს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203