აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
15-04-2021

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში ყოველთვის აღინიშნებოდა სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით.

პანდემიის მიუხედავად გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო. კონკურსი სააქტო დარბაზში ჩატარდა ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. 

ქართული ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს V და VI კლასებმა (ქართულის მასწავლებელი-ს. რურუა). მხატვრული კითხვის კონკურსის მონაწილეები არჩეულმა ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო დეკლამატორები. ამ დღეს მიეძღვნა ასევე კალიგრაფიის კონკურსიც. მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სიგელები. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა (I,II,III,IV კლასები) დიდი მონდომებით და გააზრებით ლამაზად ჩაწერეს საყვარელი ლექსის სტროფები და პატარა გამოფენა მოაწყვეს თავიანთ  საკლასო ოთახებში, თანაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსების მხატვრულად კითხვაში. მონაწილეებს კლასის დამრიგებლებმა სიგელები გადასცეს. 

სკოლაში ჩატარებულმა აქტივობებმა  კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს იმაში, რომ ქართულ გენსა და ენას გადაშენება არ უწერია. 

იხილეთ ფოტoები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203