„რა ტკბილია და ხმოვანი, ასო-ასოდ ასხმული, მსოფლიოში ყველგან ისმის, ჩვენი ენა ქართული“ - ჭვინთის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
15-04-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის ჭვინთის საჯარო სკოლაში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „რა ტკბილია და ხმოვანი, ასო-ასოდ ასხმული, მსოფლიოში ყველგან ისმის, ჩვენი ენა ქართული“. ღონისძიების მიმდინარეობისას დაცული იყო კოვიდ რეგულაციები.

„ღონისძიებაზე გაჟღერდა ქართული ენის სადიდებელი ჰიმნი, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ცნობილ ადამიანთა ფრაზები ქართული ენის შესახებ. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე. მან დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ქართველი ერის გამორჩეული დღესასწაული, დედაენის დღე და ხაზი გაუსვა იმას, თუ რა დატვირთვა აქვს ქართულ ენას, რომ ეს არის იდენტობის გამომხატველი დღე და უნდა გავუფრთხილდეთ მას როგორც საგანძურს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სკოლის დირექტორი გ. გაგნიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მ.კოპაძე და სხვა პედაგოგები, რომელთაც ისაუბრეს ქართული ენის დაცვის აუცილებლობასა და მის ფენომენზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203