ბიოლოგიის დაუვიწყარი გაკვეთილი ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში
15-04-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის, ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის სრული დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში და მიუხედავად იმისა, პანდემიურ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, უხილავ მტერს მათთვის ხელი არ შეუშლია, ცოდნის ტაძარში ხარისხიანი განათლება მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ ეს ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მაღალპროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებაა, რომელიც დიად მიზანს - განათლებული მომავალი თაობების აღზრდას თავგანწირვით ემსახურება.

დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო ფუშრუკაულის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგის, ლამარა ბერიძის გაკვეთილი, რომელზეც მერვეკლასელებს ფილტვები და მათი მუშაობა გააცნო. გაკვეთილზე შექმნეს ფილტვების მოდელი, რათა ბავშვებისთვის მეტად თვალსაჩინო ყოფილიყო ადამიანის ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოს დანიშნულება და მუშაობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203