ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, გამოფენა მოეწყო
15-04-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ხელოვნების მასწავლებლის ლია სურმანიძის ხელმძღვანელობით ნორჩ-მხატვართა წევრებმა 9 აპრილთან დაკავშირებით გამოფენა მოაწყეს. მოსწავლეებმა ასევე შემნეს კედლის გაზეთი და წარმოადგინეს  პრეზენტაციები.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203