ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ნახატები გამოფინეს
15-04-2021
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და სკოლებიც განსაკუთრებულად აღნიშნავენ ამ ისტორიულ თარიღს.

ამ დღის აღნიშვნას შეუერთდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლაც.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს და გამოფენაც მოაწყვეს. მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრის ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203