თაბაგრების საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიუძღვნეს
16-04-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით 5-  აპრილიდან 14-აპრილის ჩათვლით კვირეული მიმდინარეობდა.

„კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის კულტურული, შემეცნებითი თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები, აქტივობების განხორციელებაში სკოლის დირექციასთან, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლების - თამარ კვანტიძესა და მაგული არჩვაძესთან ერთად, მოსწავლეთა თვითმმართველობის  წარმომადგენელიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ჩატარდა მხატვრული კითხვის, კალიგრაფიის, ესეების  კონკურსი. 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, კი მოსწავლეებმა გამოუშვეს - კედლის გაზეთი -  „აპრილის  ყაყაჩოები“, გაიმართა პრეზენტაციები. 12, 13 და 14 აპრილი იყო დასკვნითი  ღონისძიებებისათვის დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო დროებით 12 აპრილიდან სკოლა გადავიდა სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 აპრილამდე. პროგრამით გათვალისწინებული დასკვნითი ღონისძიებები  აუცილებლად გაიმართება სკოლაში დაბრუნების შემდეგ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203