თბილისის N12 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა დედაენის ძეგლთან ზეიმი მოაწყვეს
16-04-2021

14 აპრილს დედაენის დღეა და ამ ისტორიულ თარიღს სკოლები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

აღნიშნულ თარიღის აღნიშვნას ყოველთვის დიდი მონდომებით უერთდება თბილისის თბილისის N12 საჯარო სკოლა. გამონაკლისი არც წელს დაუშვიათ და მშობლიური ენის დღე პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით აღნიშნეს. 

„ენა ქართული - დედაა ჩვენი“ - ამ სახელწოდების ქვეშ გააერთიანა სკოლამ დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა. 

სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ენის დღე პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით, ღია ცის ქვეშ აღნიშნეს. პატარებმა დედაენის ძეგლთან ფერადი და საინტერესო ზეიმი მოაწყვეს. კლასის ხელმძღვანელია ქეთინო ჩიბაშვილი.

გარდა ამისა, კალიგრაფიის კონკურსში - „საუკეთესო შემოქმედი“ გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203