თბილისის N212 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
15-04-2021
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და სკოლებიც განსაკუთრებულად აღნიშნავენ ამ ისტორიულ თარიღს. გამონაკლისი არ არის თბილისის N212 საჯარო სკოლაც, სადაც დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნანა ასტამაძემ ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

პედაგოგმა საინტერესოდ ისაუბრა ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა მოსწავლეებს. 

მოსწავლეებმა საინტერესო კედლის გაზეთი შექმნეს, რომელიც კლასის კედელზე განთავსდა და ყოველ დღე შეახსენებს პატარებს მშობლიური ენის ცოდნია აუცილებლობას. გარდა ამისა, ბავშვებმა ქართული ენის თემაზე ნახატებიც შექმნეს. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203