„ჯანსაღი კვება“- ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაციები გამართეს
15-04-2021
ხონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლაში მოსწავლეებმა ჯანსაღი კვების თემაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

„ჯანსაღი კვება“- თემა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს არც ერთ დროს, არც ერთ ენაზე მეტყველთათვის, ჰოდა, ჩვენც გამოვეხმაურეთ ამ პრობლემას, თან ორ ენაზე.

ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და გამოყენებით ხელოვნებაში. მე-5 კლასი. თემა - „ფერმა და მისი მნიშვნელობა." მასწავლებლები: ეთერ ჯიქია და ლალი ჯინჭველაძე.

მოსწავლეებმა ორ ენაზე განმარტეს ფერმის როლი ჯანსაღი საკვები პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებით,ისაუბრეს კარგად გამართულ ფერმის უპირატესობაზე და გონივრული რჩევები მისცეს ზარმაც ფერმერებს.

აქვე წარმოადგინეს კომპლექსური დავალებები გამოყენებით ხელოვნებაში: ფერმის დიორამები და პრეზენტაციებიც გააკეთეს.
აქტიური, ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი აქტივობებით, მრავალფეროვანი და უმდიდრესი რესურსით გაჯერებული - ასე შეფასდა დღევანდელი ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელმაც ძალიან ბევრი სასარგებლო იდეა დაბადა, ამ იდეების ხორცშესხმასაც გამოვამზეურებთ მოკლე ხანში. მოკლედ, ყოჩაღები ვართ ძალიან“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203