წყალტუბოს N1 სკოლის ფილოლოგებთან ტრენერმა ბელა დურგლიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა
16-04-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულია და აქტიურად ახორციელებს აქტივობებს. 

პროექტის ფარგლებში, ამჯერად, საგნობრივმა ტრენერმა ბელა დურგლიშვილმა სკოლის ფილოლოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ახალი დიზაინის თემატური მატრიცა - ამ თემაზე სკოლის პედაგოგები თანამედროვე მიდგომებს და ხერხებს გაეცნენ. შეხვედრა ინფორმაციული და საინტერესო გამოდგა, მიღებული ინფორმაცია კი ძალიან გაუმრავალფეროვნებს მასწავლებლებს სწავლა-სწავლების პროცესს. აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრაზე წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა შესაშური უკუკავშირი გამოავლინეს. 

„მეტად სიმბოლური იყო დედაენის დღეს კოლეგების ერთად თავმოყრა, პროფესიული ზრდადობისთვის“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203