წარმატებული სპორტსმენი მეორე ობჩის საჯარო სკოლიდან - მოჭიდავე გიორგი ბურჯანაძე საქართველოს ნაკრებია
16-04-2021

წარმატებული სპორტსმენი მეორე ობჩის საჯარო სკოლიდან - მოსწავლე გიორგი ბურჯანაძე გურჯაანში გამართულ ტურნირზე II ადგილის მფლობელი გახდა.  

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ბურჯანაძე საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებში. მისი მწვრთნელია კოტე გურგენიძე. 

მეორე ობჩის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, სპორტული ცხოვრების დიდ გზაზე.

გურჯაანში საქართველოს პირველობა უმცროს ასაკში თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა. ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის მოჭიდავეებმა, რომელთა შორის მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ბურჯანაძეც მოხვდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203