ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ღია ცის ქვეშ გამართეს
15-04-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ნანული თორდინავას ხელმძღვანელობით ღონისძიება ღია ცის ქვეშ, დისტანციის დაცვით ჩატარდა.
ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გადმოსცეს ცნობილ ადამიანთა ბრძნული გამონათქვამები ქართული ენის შესახებ და ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს