თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
16-04-2021

დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლის მე-10-მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის, ნათელა ჩანდიევის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია ჩაატარეს. 

პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდნენ ქართული ენის მასწავლებლები - ლიზი ხაჩიძე და ელენა ბერიანიძე.

მოსწავლეებმა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია წარადგინეს და ცოდნა და შესაზლებლობები წარმოაჩინეს. 

14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203