თბილისის N198 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტელეწამყვან მერაბ დუკაშვილს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ
16-04-2021

თბილისის N198  საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელშია“ ჩართული და აქტიურად ახორციელებს აქტივობებს.

სკოლაში ამოქმედდა „ჯანსაღი ცხოვრების კლუბი“. სკოლის სსსმ მოსწავლეებმა აქტიურად დაიწყეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე თანატოლების ინფორმირება.

სკოლის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური შეხვედრები პარასპორტსმენებთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან და ცნობილ სახეებთან. 

პირველი ასეთი შეხვედრა მოსწავლეებსა და ტელეწამყვან - მერაბ დუკაშვილს შორის, ონლაინ ფორმატში შედგა. სტუმრის რჩევების მოსმენას სკოლის „ჯანსაღი ცხოვრების“ კლუბის წევრები ყველაზე მეტად ელოდებოდნენ. ონლაინ შეხვედრა ძალიან საინტერესო და მეტად ინფორმაციული გამოდგა მოსწავლეებისთვის.

თბილისის N198 საჯარო სკოლა მერაბ დუკაშვილს მადლობას უხდის, საინტერესო და აუცილებელი რჩევების გაზიარებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203