ახალციხის N4 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ლალი ინასარიძემ დედაენის დღეს საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
15-04-2021
14 აპრილი დედაენის დღეა და სკოლებიც განსაკუთრებულად აღნიშნავენ ამ ისტორიულ თარიღს.  

ამ დღის აღნიშვნა ორმაგად მნიშვნელოვანია არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეებისგან, რომლებიც ქართულს მშობლიურთან ერთად, დიდი მონდომებით ეუფლებიან.

გამონაკლისი არ არის ახალციხის N4 საჯარო სკოლა, სადაც ამ დღის აღსანიშნად ქართული ენის მასწავლებელმა ლალი ინასარიძემ, ქართული და სომხური სექტორის მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებთან, საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია 1978 წლის 14 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე, თუ რატომ მოეწყო ამ დღეს გამოსვლები, რას აპროტესტებდნენ დემონსტრანტები და როგორ დაარსდა დედაენის პარკი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203