
ხულოს მუნიციპალიტეტის კვატიის საჯაროს სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით კალიგრაფიის კონკურსი ჩაატარეს.
კონკურსში მასწავლებლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„კრიტერიუმების მიხედვით გაიმარჯვა მერვე კლასის მოსწავლე- მელანო ბერიძემ, ორიგინალური და ლამაზი კალიგრაფიით, მოვაწყეთ ნამუშევრების კედელი, იქვე განვათავსეთ გასართობ-შემეცნებითი ანბანიც. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში მოქმედმა, წერა კითხვის მოყვარულმა კლუბმა, გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „კალიგრაფი“, რომელიც საინტერესო და სასარგებლო რუბრიკებითაა დატვირთული, დღესვე შედგა პროექტის „ჩემი მხარის ლექსიკა“ წარდგენა, რომელიც შედგენილია უშუალოდ კვატიის მაცხოვრებელთა ლექსიკურ ერთეულებზე (მეტყველებაზე) დაყრდნობით. რამდენიმე მოსწავლემ „აი ია“-ს წარწერით მოიხატა მაისური და წაიკითხა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსიც“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები