ვაქირის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
15-04-2021
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

„ვაქირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს, სადაც წარმოადგინეს ლექსები და მოისმინეს ქართული ენის ისტორია, რომელიც მათთვის მასწავლებელმა ვიდეორგოლის საშუალებით წარმოადგინა და მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. საგნის მასწავლებელი და კლასის ხელმძღვანელი ნინო ვარდიაშვილი გახლავთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203