მაღლაკის N1 საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ ლექცია ჩაატარა
16-04-2021
„სუპერ სოკოები“; „სოკოების სამკურნალო თვისებები“; „შხამიანი ტყუპისცალი სოკოები“ და „სოკოთი დამზადებული ქართული კერძები“ - აღნიშნულ თემებზე წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ ლექცია ჩაატარა.
ლექციის წაკითხვამდე კი მოსწავლეებმა ქრისტინე თვალოძემ, ნინი და ლუკა ჟორჟოლიანებმა თემში გავრცელებული სოკოები შეისწავლეს. რის შემდეგაც, მოამზადეს ლექცია, სადაც სოკოების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია შეაჯერეს.
მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა მასალა დამსწრე საზოგადოებისთვის მეტად ინფორმაციული აღმოჩნდა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს