ხრეითის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
16-04-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება პირველ კლასში, დამრიგებლის, ციალა კაპანაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

„ქართული მარტო ენაა?!“....

„თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი,

გულში გაკლია ცეცხლი ქართული"....

„იდიდე წიგნო, იდიდე“....

„მე ყველაფერს მირჩევნია

ჩემი ტკბილი ქართული“...

„მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა

შრიალი შენი დედაენისა“...

საოცრად წკრიალა ხმით ჩამოარაკრაკეს დღეს ჩემმა პირველკლასელებმა ასეთი ლამაზი სტრიქონებით სავსე, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, მოვაწყვეთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირება, პატარებმა ინტერესით მოისმინეს პრეზენტაცია დედაენის დღესთან დაკავშირებული ისტორიების შესახებ“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203